Belive

ჟოზე მოურინიომ ალ ჰილალისგან შემოთავაზებულ დიდ ხელფასზე უარი თქვა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ არაბული კლუბის შემოთავაზებაზე უარი თქვა. "ალ ჰილალმა" პორტუგალიელ სპეციალისტს წელიწადში 30 მილიონი ევრო შესთავაზა. მისი თქმით, ახლა ის მხოლოდ "რომაზე" არის კონცენტრირებული.

აღსანიშნავია, რომ "ალ ჰილალისთვის" ეს პირველი უარი არ არის სახელოვანი ევროპელი მწვრთველისგან. რამდენიმე კვირით ადრე, არაბული კლუბი მასიმილიანო ალეგრიმაც უარით გაისტუმრა.

ალეგრის შემთხვევაში ზუსტი თანხა და კონტრაქტის დეტალები არ გაჟღერებულა, თუმცა, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ მასიმილიანო ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდებოდა.

სხვა სტატიები