Belive

მოსასხამის სანაცვლოდ მესის $1 მილიონი შესთავაზეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული არგენტინის ნაკრები გახდა. ეს სამხრეთ ამერიკელებმა ისტორიაში მესამედ მოახერხეს. როგორც კაპიტანმა, ეს თასი ლიონელ მესიმ აღმართა. მსოფლიო ჩემპიონატის თასი, არგენტინის კაპიტანს, ფიფა-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ და კატარის ამირამ, თამიმ ბინ ჰამად ბინ ხალიფა ალ-თანიმ გადასცეს. თუმცა მანამდე, კატარის ამირამ მესის მხრებზე სამოსი, სახელწოდებით ბიშტი მოაცვა.

FkUFYk9XEAAoXTN

ეს მამაკაცის ტრადიციული მოსასხამი არის, რომელსაც ძირითადად, ქორწილებსა და რელიგიურ ფესტივალებზე ატარებენ. ბიშტს დამატებითი მნიშვნელობაც გააჩნია: ძირითადად, მას ქვეყნის მეთაურები ან მუსლიმური სამყაროს რელიგიური მოღვაწეები ატარებენ. იგი სამეფო კართან, სიმდიდრესთან და სხვა საცერემონიო მომენტებთან არის დაკავშირებული. ბიშტის ტარების შესაძლებლობა ყველას არ აქვს – შესაბამისად, მესისთვის მისი გადაცემა დიდი პატივის მიგებას ნიშნავდა. 

ომანელმა მილიარდელმა ბიზნესმენმა, რომელიც ომანის პარლამენტის წევრია, მესის ბიშტის სანაცვლოდ $1 მილიონი შესთავაზა.

"ომანის სასულთნოდან გილოცავთ კატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას. არაბული ბიშტი, რაინდობისა და სიბრძნის სიმბოლოა. მე ამ ბიშტის სანაცვლოდ ერთ მილიონ დოლარს გთავაზობთ." - ვკითხულობთ მუჰამედ ალ ბარვანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

მესისთვის ბიშტის გადაცემა საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

“საოცარი სცენები იყო, დრონით გადაღებული კადრები და მსოფლიო ჩემპიონატის მესამედ მომგები არგენტინელების მოზეიმე ფოტოები… თუმცა მეორე მხრივ, მათ მესის არგენტინის მაისური დაუფარეს და ეს სირცხვილია”, – თქვა გარი ლინიკერმა BBC-სთან საუბრისას.

სხვა სტატიები