მოსალოდნელი ცუნამის გაფრთხილების გამო შესაძლოა ლივერპულის ამხანაგური მატჩი გაუქმდეს
ლივერპულმა საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა, რადგან იოკოჰამასთან მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იაპონიას თავს ცუნამი დაატყდა. დღეს, რუსეთში კონკრეტულად კი კამჩატკის ტერიტორიაზე 8.8 მაგნიტუდის მიწისძვრა იყო, რამაც იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროებზე ცუნამი გამოიწვია და მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანებაც გაიცა.
ქვეყანაში გავრცელებული ინფორმაციით, პირველი ცუნამის ტალღები 30 სმ სიმაღლის იყო, 40 სმ ტალღები დაფიქსირდა ჰოკაიდოში, ტოკაჩიში, რომელიც ლივერპულის იოკოჰამაში მდებარე ბაზიდან 1374 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს დღეს, თბილისის დროით 14:30 საათზე იოკოჰამასთან ამხანაგური მატჩი აქვს ჩანიშნული, მაგრამ მოსალოდნელი ცუნამის გაფრთხილების გამო, თამაშის ჩატარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იაპონიის მთავრობამაც გაავრცელა განცხადება:
მოსალოდნელია ცუნამის ტალღებით გამოწვეული ზიანი. სანაპირო რეგიონებიდან და მდინარისპირა ტერიტორიებიდან დაუყოვნებლივ განხორციელდა ევაკუაცია უფრო უსაფრთხო ადგილას, როგორიცაა მაღლობი და ევაკუაციის შენობა. მოსალოდნელია ტალღების განმეორებითი დარტყმა. არ დატოვოთ უსაფრთხო ტერიტორია გაფრთხილების გაუქმებამდე. - იაპონიის მთავრობა
იოკოჰამა იაპონიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ტოკიოს სამხრეთით და სავარაუდოდ, ცუნამისგან სერიოზულად არ დაზარალდება. თუმცა, ქალაქმა უკვე შეადგინა ევაკუაციის მარშრუტები და საჭიროების შემთხვევაში ცუნამის თავშესაფრები.
🚨 Evacuation orders have been put in place. pic.twitter.com/gA2vqtCZ5x
— SPORTbible (@sportbible) July 30, 2025
შეგახსენებთ, რომ ლივერპულის ბრაზილიელმა მეკარემ ალისონ ბეკერმა, პირადი მიზეზების გამო იაპონიის წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპი დატოვა და ბრიტანეთში დაბრუნდა. თუკი იოკოჰამას წინააღმდეგ მერსისაიდულმა გუნდმა მატჩი გამართა ალისონის არ ყოფნაში დიდი ალბათობით კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.