მორგან გიბს-უაითი: "ვგრძნობ, რომ ახლა თავისუფლად სუნთქვა შემიძლია"
ნოტინგემ ფორესტის 10 მატჩიანი მოუგებელი სერია, ევროპა ლიგის მესამე ტურში პორტუსთან (2:0) დაასრულა. ის რაც 10 მატჩის განმავლობაში ვერ შეძლო ანგე პოსტექოღლუმ, პირველი თამაშში გააკეთა ახალმა მწვრთნელმა - შონ დაიჩმა.
10 თამაშიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტის შემდეგ, ნოტინგემის ინგლისელმა კაპიტანმა - მორგან გიბს-უაითმა ისაუბრა.
'ვგრძნობ, რომ საბოლოოდ შემიძლია სუნთქვა. მიხარია, რომ ათი მატჩის შემდეგ პირველი გამარჯვება მოვიპოვეთ... პირველი, რაც ახალმა მწვრთნელმა თქვა, იყო ის, რომ გასულ სეზონში ნამდვილი სტრუქტურა გქონდათ და ასე უნდა გავაგრძელოთო. მას ამის საფუძველზე სურს ჩვენი განვითარება და ფაქტია შედეგი გამოიღო.
სტადიონზე ჩვენი მორალი და ბრძოლისუნარიანობა იგრძნობოდა, უფრო ენერგიულად გამოვიყურებოდით. ეს შონ დაიჩის დამსახურებაა.“ - მორგან გიბს-უაითი
🌳 Morgan Gibbs-White on Sean Dyche at Nottingham Forest:
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) October 24, 2025
🗣️ "I feel like I can finally breathe. Happy to get our first win in nine matches... The first thing the manager said 'last season you had a real structure', he wants to build on that...
You can feel the morale in the… pic.twitter.com/le5pEyJ7Gy
შეგახსენებთ, რომ ბარნლისა და ევერტონის ყოფილმა მწვრთნელმა - შონ დაიჩმა, ნოტინგემთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა და მიმდინარე სეზონში, ნოტინგემის მესამე მწვრთნელი გახდა - ნუნუ ეშპირიტუ სანტუსა და პოსტექოღლუს შემდეგ.
მას შემდეგ, რაც ეშპირიტუ სექტემბერში თანამდებობიდან გაათავისუფლეს, მისმა შემცვლელმა პოსტექოღლუმ პოსტი მხოლოდ 39 დღით შეინარჩუნა. ტოტენჰემის ყოფილი მწვრთნელი შაბათს, ჩელსისთან 3:0 მარცხის შემდეგ დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, რადგან რვა თამაშიდან ვერცერთი ვერ მოიგო. ნოტინგემის მფლობელმა, ევანგელოს მარინაკისმა სწრაფად იმოქმედა და რობერტო მანჩინისა და მარკო სილვაზე წინ შონ დაიჩი დააყენა.