რონალდუ ჟურნალისტებს: "ფოტოები მხოლოდ მე გადამიღეთ"
პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატზე დაწყებული კრიზისის ფონზე, ყურადღების ცენტრში კვლავ გუნდის კაპიტანი - კრიშტიანუ რონალდუა. 41 წლის ლეგენდამ ნაკრების ბოლო ვარჯიშზე მედიის წარმომადგენლებს მიმართა.
პორტუგალიის ნაკრების ღია ვარჯიშის დროს, რონალდუმ ჟურნალისტებთან და ფოტოგრაფებთან მივიდა და პირდაპირ მოუწოდა, რომ კამერები მხოლოდ მისკენ ყოფილიყო მიმართული.
🚨 𝗡𝗘𝗪: Cristiano Ronaldo asking the press at Portugal training to keep taking photos of him. pic.twitter.com/wL3ikaVFlr
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) June 19, 2026
„გააგრძელეთ ჩემი ფოტოების გადაღება, მხოლოდ მე გადამიღეთ!“ - ასე მიმართა კრიშტიანუმ პრესას.
ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ჩვეულებრივ ხუმრობად მოგვეჩვენოს, თუმცა იმ ფონზე, რაც დღეს პორტუგალიის ნაკრებში ხდება, რონალდუს ნებისმიერი ნაბიჯი მედიისთვის ორმაგად საინტერესოა.
პორტუგალიის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატი საკმაოდ მძიმედ და არასტაბილურად დაიწყო. მოედანზე ნაჩვენებმა სავალალო შედეგებმა გუნდის ირგვლივ დიდი კრიტიკა გამოიწვია. საერთაშორისო და პორტუგალიური პრესა აქტიურად წერს, რომ მათ გასახდელში სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა. ფეხბურთელების ნაწილი უკმაყოფილოა იმით, რომ ტაქტიკა და სათამაშო სტილი ისევ მთლიანად რონალდუზეა მორგებული, რაც გუნდის პროგრესს აფერხებს.
ასევე იმაზეც საუბრობენ, რომ კრიშტიანუს ავტორიტეტი ნაკრებში რამდენიმე წამყვან მოთამაშესთან (მათ შორის ბრუნუ ფერნანდეშთან და ახალგაზრდა ვარსკვლავებთან) ღია კონფლიქტის მიზეზი გახდა.
ფაქტია, პორტუგალიას ძალიან უჭირს. თუ გუნდი უახლოეს მატჩებში თამაშის ხარისხს არ გამოასწორებს და შიდა კონფლიქტებს არ დაალაგებს, რონალდუსთვის ეს მუნდიალი შესაძლოა კარიერის ყველაზე მძიმე დასასრულად იქცეს.