Belive

"მოქანდაკე და მხატვარი" - იტალიური მედია ოსიმენისა და კვარაცხელიას წყვილზე

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ნაპოლის" დაუძლეველი წყვილი - და ეს არ არის მხოლოდ გატანილი გოლებისა და შესრულებული საგოლე გადაცემების სიმრავლის საკითხი.

ვიქტორ ოსიმენმა და ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ერთობლივად 27 გოლის გატანა 18 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლეს, რა თქმა უნდა მოწინააღმდეგისათვის შემაძრწუნებელი რიცხვებია, მაგრამ ეს სრულად არ ასახავს იმ გამანადგურებელ ეფექტს, რომელსაც წყვილი მოედანზე ახდენს.

მიმდინარე სეზონის დაწყებამდე, ოსიმენისა და კვარაცხელიას შესახებ ნაკლებად თუ ვინმემ იცოდა, თუმცა მათ მიერ გამოვლენილმა ფენომენალურმა შესაძლებლობებმა და ბრწყინვალე პერფორმანსმა, ისინი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებად აქცია. ორივე შორი დისტანციიდან მოვიდნენ, მაგრამ მათ ერთი საერთო და მკაფიო მიზანი აქვთ: დაიპყრონ ევროპა და მოხიბლონ ნეაპოლი. ოსიმენი და კვარაცხელია თანამედროვე ფეხბურთის ბრწყინვალე ინტერპრეტატორები არიან. "პარტენოპეის" ვარსკვლავებს გასაოცარი აჩქარება და თავბრუდამხვევი დრიბლინგი ახასიათებთ.



"ერთი მოქანდაკე, მეორე მხატვარი. ერთი პოეტი, მეორე მწერალი" - ამ სიტყვებით მოიხსენიებს იტალიური გამოცემა ოსიმენისა და კვარაცხელიას წყვილს და დასძენს, რომ ამ ორ შესანიშნავ ფეხბურთელს წინ მორიგი და კიდევ უფრო რთული მწვერვალების დაპყრობა ელის.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის უკანასკნელი მსხვერპლი "სპეცია" გახდა. სერია A-ს 21-ე ტურის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, კვარაცხელიამ "სპეციას" წინააღმდეგ გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო - ვიქტორ ოსიმენმა კი დუბლი გაიფორმა. 21 ტურის შემდეგ "ნეაპოლიტანელები" სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობენ და უახლოეს მდევარ "ინტერს" 13-ქულიანი სხვაობით უსწრებენ.

სხვა სტატიები