Belive

მონცას მწვრთნელი: "არ ვიცი რა ვთქვა კვარაცხელიაზე, ის მაგიაა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,მონცას” მთავარმა მწვრთნელმა, ჯოვანი სტროპამ, ,,ნაპოლისთან” წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მედიასთან ისაუბრა. 54 წლის სპეციალისტმა საკუთარი კლუბის მინუსებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ "ნაპოლი" პირველივე წამებიდან მის კლუბს.
"ჩვენ ვიცოდით ამ გუნდის სიდიდის შესახებ და რომ მათ სისწრაფეებით ჩვენი დაჩაგვრა შეეძლოთ. პირველ გოლზე არ ვიცი რა ვთქვა, კვარაცხელია უბრალოდ მაგიაა და ამ ბიჭს დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ მას უკვე გამადიდებელი შუშით აკვირდებიან მსოფლიო გრანდები". 
ჯოვანი სტროპა "მონცას" მთავარი მწვრთნელის პოზიციას 2021 წლიდან იკავებს, სწორედ მან შეძლო "მონცას" სერია A-ში დაწინაურება. შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე 2 შეხვედრაში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. "ნაპოლი" კი სერია A-ს მესამე ტურში, სტუმრად "ფიორენტინას" ეწვევა.  

სხვა სტატიები