Belive

მონაკო Vs პსჟ | გუნდების სავარაუდო შემადგენლობები Uefa-ს ვერსიით

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამშაბათს ღამით (00:00), ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში, პარი სენ ჟერმენი მონაკოს ესტუმრება.

უეფას ვებგვერდმა მატჩის წინ გუნდების სავარაუდო შემადგენლობები გამოაქვეყნა:

მონაკოს სავარაუდო შემადგენლობა:

კიონი - ვანდერსონი, ფასი, კერერი, კაიო ენრიკე, კამარა, ზაკარია, ადინგრა, გოლოვინი, კულიბალი, ბალოგანი

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

საფონოვი - ჰაკიმი, პაჩო, მარკინიოსი, ნუნო მენდეში, ზაიერ-ემერი, ჟოაო ნევეში, ვიტინია, კვარაცხელია, დემბელე, ბარკოლა.

პარიზულ კლუბს ტრავმის გამო ფაბიან რუისი, სენი მაიულუ და კენტენ ნჯანტუ დააკლდებიან.

მონაკოს კი კაბრალი, დაიერი, ჰრადეცკი და მავისა ვერ დაეხმარებიან, საეჭვოა ფატისა და აკლიუშის თამაშიც.

სხვა სტატიები