Belive

"მომღიმარი წავიდა და უხასიათო დაგვიბრუნდა" - მეცის მწვრთნელი მიქაუტაძეზე

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე "ლანსს" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი ქართველი თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა და შეხვედრა სწორედ მისი დუბლით დაქამბექდა. მეცის მთავარმა მწვრთნელმა, თამაშის შემდეგ გუნდსა და მიქაუტაძეზე ისაუბრა.

ეს არ არის გამარჯვება, რომელიც დღეს ციდან ჩამოვარდა. ამას ვიმსახურებდით. ჯერ კიდევ ოცი წუთის განმავლობაში ვგრძნობდი, რომ მოედნის შუა ხაზში ვერ ვიპოვეთ ჩვენი ადგილი, რომ ბალანსი შეგვექმნა. ხშირად ჩამოვრჩებოდით მეტოქის აჩქარებებს, შემართება იყო, მაგრამ გონივრული მოქმედებები არა.

მიქაუტაძე? ჩვენგან წასვლისას მას ორი გოლი და საგოლე პასი ჰქონდა. მისმა გატარებულმა დრომ (ამსტერდამის "აიაქსში") თავისი კვალი დატოვა, ის ცოტა 'ინტროვერტივით' დაბრუნდა. ადრე მომღიმარი ბიჭი იყო და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხუთი-ექვსი წლით უფროსი დაბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატზე ყველაფერი იცოდა, ლიგა 1-ის მოთხოვნებთან ადაპტაცია მაინც სჭირდება და ამ ადაპტაციის შედეგები უკვე მოდის.

ნება მომეცით, კიდევ რამდენიმე წუთი დავტკბე ამ ლამაზი საღამოსგან. ვაპირებ სახლში წასვლას, ჩემს ბაღს მოვუვლი და მცენარეებს მოვრწყავ. შემდეგ კი ვნახოთ, ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. - განაცხადა მატჩის შემდეგ ლასლო ბოლონიმ

მეცი ლიგა 1-ის მე-17, ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება, თუმცა მხოლოდ ორი ქულა აშორებს იმ ზონას, საიდანაც მთავარ ლიგაში ადგილის შენარჩუნებას შეძლებს. ქართველმა თავდამსხმელმა ზედიზედ 2 მატჩში შეასრულა დუბლი და მის ანგარიშზე უკვე 9 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები