მომდევნო სეზონიდან იტალიის სერია A-ში ახალი წესი ამოქმედდება
იტალიის ფეხბურთის ასოციაციის მიერ დამტკიცებული ახალი წესით, სერია A-ს ფეხბურთელების ხელფასები დივიზიონიდან გავარდნის შემდეგ ავტომატურად 25%-ით შემცირდება.
ცვლილება სერია A-სა და იტალიის ფეხბურთის ასოციაციას (AIC) შორის ხელმოწერილი, ახალი ხუთწლიანი ხელშეკრულების მიხედვით განხორციელდა. წესი 2025 წლის 2 სექტემბრიდან ხელმოწერილ ყველა კონტრაქტზე განხორციელდება.
წლების განმავლობაში სერია A-ს კლუბები ცდილობდნენ ფინანსური დანაკარგები როგორმე ემართათ, განსაკუთრებით ტელევიზიიდან მიღებული შემოსავლების შემცირების გამო. აქამდე ხარჯების შესამცირებლად გუნდები მოთამაშეებს ყიდდნენ ან კონტრაქტებს წყვეტდნენ, ეს ცვლილება კი ხელს შეუწყობს თითოეულ გუნდს, რომ წესი ორივე მხარისთვის უფრო მდგრადი და სამართლიანი იყოს.
ხელშეკრულების 5.2 მუხლის მე-7 პუნქტში წერია, რომ:
გუნდის სერია B-ში გავარდნის შემთხვევაში, ფიქსირებული ხელფასი ავტომატურად მცირდება 25%-ით, თუმცა, გადაანგარიშებული ხელფასი არ უნდა ჩამოვიდეს სერია A-ს ფეხბურთელთა კოლექტიური მოლაპარაკების ხელშეკრულებით დადგენილ მინიმალურ ზღვარზე ქვემოთ, მოთამაშის ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. ამ პუნქტში მითითებული შემცირება ძალაში შედის გავარდნის სეზონის მომდევნო სეზონიდან და ძალაში რჩება შემდგომი სეზონებისთვის, გარდა სერია A-ში ახალი დაწინაურების შემთხვევისა, რაც გამოიწვევს ხელფასის საწყისი დონის აღდგენას. ინდივიდუალურ კონტრაქტებში ნებისმიერი საპირისპირო შეთანხმება ნებისმიერ შემთხვევაში დაცულია. - იტალიის ფეხბურთის ასოციაცია
ACCORDO COLLETTIVO AIC - LEGA SERIE A
— AIC (@assocalciatori) August 5, 2025
Siglato con durata quinquennale
🔗 https://t.co/MZchOLoDex pic.twitter.com/VFU7LQ5Aqs