Belive

"მომდევნო მატჩიც ძალიან რთული იქნება" - უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი

16 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეორე შეხვედრაში უნგრეთის ეროვნულმა ნაკრებმა ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ფრედ 0:0 ითამაშა.

უნგრელთა მთავარმა მწვრთნელმა მარკო როსიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მომდევნო, ანუ საქართველოსთან გასამართ მატჩზეც ისაუბრა:

მეტოქეს დიდი სივრცეები არ დავუთმეთ. პირველ ტაიმში და ზოგადად მატჩში ბევრი შეცდომა დავუშვით. შეტევაში კი საგოლე მომენტების რეალიზება ვერ შევძელით.

მეორე ტაიმში თამაშში უკეთ ჩავერთეთ და მეტი ხასიათი გამოვავლინეთ. გამარჯვებაც შეგვეძლო, თუმცა მატჩი ფრედ დავასრულეთ და ქულა ავიღეთ. ეს ის შედეგი არ არის, რომელსაც ველოდით.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელებთან პრეტენზია არ მაქვს, მათ მოედანზე ყველაფერი გაიღეს. კონცენტრაციის კუთხით გაუმჯობესება ჯერ კიდევ შეიძლება, ამას ისიც ემატება, რომ გოლიც ვერ გავიტანეთ. მომდევნო მატჩიც ძალიან რთული იქნება - როგორც მეტოქის დონის, ისე ჩვენი მდგომარეობის გათვალისწინებით. - მარკო როსი - უნგრეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს უნგრეთის წინააღმდეგ გამართავს.

ამჟამად ცხრილში ასეთი მდგომარეობაა:

View this post on Instagram

A post shared by belive (@belive.ge)

სხვა სტატიები