Belive

მო სალაჰმა მორიგი რეკორდი დაამყარა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის 2025/26 წლების სეზონი, 15 აგვისტოს, 23:00 საათზე დაიწყო. სეზონის სადებიუტო მატჩში მოქმედი ჩემპიონი, ლივერპული ბორნმუთს დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა.

ბორნმუთის კარში გატანილი ბოლო გოლის ავტორი მო სალაჰი გახდა, რომელმაც ამ გოლით პრემიერ ლიგის კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. მერსისაიდული გრანდის ეგვიპტელი სუპერვარაკვლავი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საწყისი ტურის მატჩებში 10 გოლის გატანა შეძლო. სალაჰის ანგარიშზე პრემიერ ლიგის 9 სასტარტო მატჩში გატანილი 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

რაც შეეხება პრემიერ ლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავას - მო სალაჰი 187 გოლით მე-4 ადგილზეა.

სხვა სტატიები