Belive

მხოლოდ მადრიდელები - იდეალური ფეხბურთელი ბეილის ვერსიით

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოდკასტში The Boardroom უელსის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილ შემტევს, გარეთ ბეილს, სხვადასხვა თვისებებით გამორჩეული მოთამაშეებისგან იდეალური ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს.

უელსელმა ყველა კომპონენტში ,,სამეფო კლუბის'' ფეხბურთელები გამოარჩია:

  • სისწრაფე - გარეთ ბეილი

  • თავით თამაში - სერხიო რამოსი

  • პასი - ტონი კროოსი

  • დაცვა - სერხიო რამოსი

  • მოედნის ხედვა - ლუკა მოდრიჩი

  • გრძელი პასი - გარეთ ბეილი

  • ძალა - გარეთ ბეილი

  • დრიბლინგი - კრიშტიანუ რონალდუ

  • მარცხენა ფეხით დარტყმა - გარეთ ბეილი

  • მარჯვენა ფეხით დარტყმა - კრიშტიანუ რონალდუ

ბეილი რეალში 2013-2022 წლებში თამაშობდა (1 სეზონი იჯარით ტოტენჰემში გაატარა) და მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 258 შეხვედრაში 106 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები