Belive

მკაცრი უარი ბაიერნს - გარნაჩოს მხოლოდ ჩელსიში თამაში სურს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მანჩესტერ იუნაიტედისა და არგენტინის ნაკრების 21 წლის შემტევი - ალეხანდრო გარნაჩო კვლავ ტრანსფერზე დგას - მიუნხენის ბაიერნმა მის სანაცვლოდ მანჩესტერ იუნაიტედს სოლიდური თანხა შესთავაზა, თუმცა ამ ტრანსფერის შესახებ უარი თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რადგან მას მხოლოდ ჩელსიში თამაში სურს.

საქმე იმაზე უფრო რთულადაა, ვიდრე წარმოგვიდგენია - მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, ჩელსის არგენტინელის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტის (£) გადახდა არ სურს, რაც ტრანსფერის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რუბენ ამორიმის მოსვლის შემდეგ, პორტუგალიელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ გარნაჩო მის გეგმებში არ შედის და მან კლუბი უნდა დატოვოს, თუმცა არგენტინელ ვინგერს კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ჩათვლით აკავშირებს.

არგენტინელი ვინგერი მანჩესტერ იუნაიტედში 2022 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში, პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 93 მატჩში, 16 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები