Belive

მიულერი: "ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებ, მინდა რომ მინიმუმ 2025 წლამდე ვითამაშო..."

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ბაიერნის" ლეგენდარულმა შემტევმა - ტომას მიულერმა, ცნობილ გერმანულ გამოცემა "Bild"-თან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ იგი ჯერ კარიერის დასრულებას არ აპირებს და სურს, რომ მინიმუმ 2025 წლამდე ითამაშოს.

მიულერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"საფეხბურთო კარიერის დასრულებას ჯერჯერობით არ ვაპირებ, რადგან მინდა, რომ მინიმუმ 2025 წლამდე ვითამაშო. ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ბაიერნთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულში მიმთავრდება, თუმცა მსურს, რომ მას შემდეგ კიდევ მინიმუმ 1 წელი ვითამაშო.

მიუხედავად ჩემი ასაკისა, მოედანზე ყოფნა და ჩემი ნაკრებისა თუ კლუბისთვის თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.

დიდი იმედი მაქვს, რომ თავად ბაიერნიც ისურვებს ჩემთან მინიმუმ 1 წლიანი კონტრაქტის კვლავ გახანგრძლივებას და მე ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ..."

- ტომას მიულერი

შეგახსენებთ, რომ ტომას მიულერი კარიერის განმავლობაში მხოლოდ მიუნხენის "ბაიერნის" ერთგულია. იგი "რეკორდმაისტერის" ძირითად კლუბში 2008 წლიდან დააწინაურეს და მას შემდგომ, 680 მატჩი ჩაატარა, სადაც 237 გოლის გატანა და 261 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ეროვნულ ნაკრებში კი 2010 წლიდან თამაშობს და 125 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავი 45-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები