Belive

"მის კრიტიკოსებს ფეხბურთი არ უყვართ" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაზე

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

20 დეკემბერს, იტალიის თასის 1/8-ფინალურ მატჩში, "ნაპოლისა" და "ფროზინონეს" დაპირისპირება გაიმართება. მატჩის წინ, ორივე გუნდის განაცხადი ცნობილია. "ფროზინონეს" განაცხადში 21 წლის ქართველი შემტევი, გიორგი კვერნაძე მოხვდა, ახლახანს კი სამატჩო სია ნეაპოლელებმაც გამოაქვეყნეს, სადაც ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.

1/8-ფინალური მატჩის წინ, ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა - მარკო ბუჩანტინიმ, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებს, რომლებიც კვარას აკრიტიკებენ, ფეხბურთი არ უყვართ.

კვარაცხელიას თამაში მოწინააღმდეგეებმა შეისწავლეს, მაგრამ ის უკან არ იხევს და ყოველთვის ცდილობს ჩვეულ სტილში ითამაშოს. ვინც კვარაცხელიას აკრიტიკებს, ფეხბურთი არ უყვარს. - მარკო ბუჩანტინი.

სხვა სტატიები