Belive

მიქაუტაძე ბარნლის დაუკავშირეს - ქართველი ვარსკვლავი პრემიერ ლიგაში იასპარეზებს?!

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ში ფენომენალური ასპარეზობის შემდეგ, ქართველი ცენტრ-ფორვარდი "ბარნლის" დაუკავშირეს.

ჩემპიონშიპიდან კვლავ ელიტაში აღზევებულ "ბარნლის" შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელება და გაძლიერება ესაჭიროება - აღნიშნულიდან გამომდინარე, ვენსან კომპანის გიორგი მიქაუტაძის ყიდვას ურჩევენ.

ეშლი ბარნსის გუნდიდან წასვლის შემდეგ, კომპანის ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე ახალი ფეხბურთელის მოყვანა სასიცოცხლოდ ესაჭიროება და უკანასკნელ ცნობებს, თუ დავუჯერებთ, "ბარნლი" აქტიურად ინტერესდება "მეცის" ქართველი ვარსკვლავის შეძენით. ბრიტანული მედია საშუალებები ასევე აღნიშნავენ, რომ მიქაუტაძით "მილანიც" ინტერესდება, რომელიც მზადაა €10 მილიონი გადაიხადოს.

22 წლის ქართველი ფორვარდი, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ ასპარეზობს, "ბარნლისთვის" შესაძლოა ჯეი როდრიგესის საუკეთესო განახლებად იქცეს. ჩემპიონშიპში როდრიგესის პერფორმანსს, Sofascore საშუალოდ 6.93-ით აფასებს. "საუთჰემპტონის" ყოფილმა შემტევმა 28 მატჩში, 10 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

საპირისპიროდ, საფრანგეთის ლიგა 2-ში მიქაუტაძეს გაცილებით შთამბეჭდავი სტატისტიკა აქვს. Sofascore ქართველი შემტევის პერფორმანსს საშუალოდ 7.25-ით აფასებს. "მეცის" მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში, მიქაუტაძემ 23 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. გოლი საშუალოდ 1.56 მატჩში.



ამ სტატისტიკიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ გადამწყვეტ ფაზაში მიქაუტაძე გაცილებით უფრო მომაკვდინებელია. ასევე, მიქაუტაძე მატჩში საშუალოდ 1.5 გადამწყვეტ პასს აკეთებს და თანაგუნდელებს საშუალოდ 7 "დიდ შანსს" უქმნის. რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ შემტევს მოედნის იდეალური ხედვა გააჩნია და მოწინააღმდეგის დაცვის ხაზს მარტივად არღვევს. როდრიგესი კი მატჩის განმავლობაში საშუალოდ 0.5 შანსს ქმნის.

მათი სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ქართველს როდრიგესთან შედარებით მეტი გოლის გატანა და მეტი შანსის შექმნა შეუძლია, რის გამოც ის "ბარნლის" დიდ სარგებელს მოუტანს.

სხვა სტატიები