მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი | საქართველო კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობს
2 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრები მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე კვლავ დაუმარცხებლად ასპარეზობს - ინგლისთან მინიმალური სხვაობით (1:0) გამარჯვების შემდეგ, ჩვენი ნაკრები ესპანეთს დაუზავდა (0:0).
საქართველოსა და ესპანეთის დაძაბულ მატჩში კარგი შანსი ორივე ნაკრებს ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ტაბლოზე უგოლო ფრე დაფიქსირდა. მესამე ტურში საქართველოს ნაკრები ევროპის 6-გზის ჩემპიონ, რუმინეთს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს სლოვაკეთი მასპინძლობს. საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები D-ჯგუფში ინგლისის, ესპანეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ ასპარეზობს.