მინიფეხბურთი | საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი დაამარცხა
3 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო - პირველივე ტურში ჩვენს ნაკრებს რთული გამოცდის ჩაბარება მოუხდა, სადაც ინგლისი დაამარცხა.
საქართველოსა და ინგლისის დაპირისპირება 1:0 დასრულდა, გამარჯვების გოლის ავტორი კი გიორგი ზუნთუროვი გახდა. მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 28 მაისს, 16:45 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ მინიფეხბურთის ევროპის ჩემპიონატს სლოვაკეთი მასპინძლობს. საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები D-ჯგუფში ინგლისის, ესპანეთისა და რუმინეთის წინააღმდეგ ასპარეზობს. აღსანიშნავია, რომ მინიფეხბურთში ევროპის ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ (6) სწორედ რუმინეთი გახდა.