Belive

"მინდა ბრაიტონს ევროტურნირზე გასვლაში დავეხმარო" - ანსუ ფატი

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ანსუ ფატი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბრაიტონს" იჯარის წესით შეუერთდა. როგორც სპორტულ მედიაში იწერებოდა ესპანელის "თოლიებში" გადასვლის გადამწყვეტი ფაქტორი გუნდის მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი იყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა ინგლისში გადაბარგების შემდეგ, ჟურნალისტებთან პირველად ისაუბრა და განაცხადა, რომ "ბრაიტონთან" ერთად ევროტურნირზე თამაში სურს. 

მსურს, რომ "ბრაიტონში" დიდებული სეზონი მქონდეს. გუნდისთვის ვიბრძოლებ, ვიმედოვნებ წინა წლის შედეგს გავიმეორებთ და ევროტურნირზე გავალთ. თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას შევძვლებთ უკეთესი იქნება. - ანსუ ფატი

ჯერ-ჯერობით ანსუს "ბრაიტონის" რიგებში არ უთამაშია. მიმდინარე სეზონი "თოლიებმა" კარგად დაიწყეს. დე ძერბის გუნდს 4 ტურში მხოლოდ ერთი მარცხი აქვს და 9 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს. 

სხვა სტატიები