ფიგუ: "მინდა, რომ რეალმა ბარსელონას ნიკო უილიამსი წაართვას"
სამეფო კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე საკმაოდ აქტიურად მოქმედებს - კლუბმა უკვე გაიფორმა: ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი, დინ ჰუსენისა და ფრანკო მასტანტუონო. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მათ, სავარაუდოდ, ალვარო კარერასსაც მიამატებენ, თუმცა შესაძლოა, რეალ მადრიდის სატრანსფერო ოდისეა ამით არ დასრულდეს.
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც ის იშვიათია, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია, სურვილი გამოთქვა და სამეფო კლუბს ურჩია, რომ მათ ნიკო უილიამსს დაადგან თვალი და ბარსელონას წაართვან.
'ვფიქრობ, რეალმა კიდევ ერთი შემტევი უნდა დაიმატოს - ბევრი ფეხბურთელი მომწონს, თუმცა ნიკო უილიამსს აუცილებლად დავიმატებდი. ის ნამდვილი მარგალიტია. დღევანდელ სატრანსფერო ფასებთან შედარებით მისი ღირებულება საკმაოდ მისაღებია. ის კარგი შენაძენი იქნებოდა როგორც ხარისხის, ისე ასაკის გამო..." - ლუიშ ფიგუ
რამდენიმე კვირის წინ რეალი ნამდვილად ინტერესდებოდა უილიამსის ტრანსფერით, თუმცა მასტანტუონოს დამატების შემდეგ მასზე უარი თქვეს, თუმცა როგორც ესპანურ პრესაში იწერება, ნიკო უილიამსის ბარსელონაში ტრანსფერის გაოფიციალურებამდე მხოლოდ რამდენიმე დღე გვაშორებს.