Belive

მიმდინარე სეზონის ბოლოს მოჰამედ სალაჰი ლივერპულს დატოვებს

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიმდინარე სეზონი მოჰამედ სალაჰისთვის ლივერპულში ბოლო იქნება. ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა:

,,სალაჰმა „წითლებთან“ შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც ის ენფილდზე თავის საოცარ ცხრაწლიან ეპოქას დაასრულებს. გულშემატკივრების მიმართ პატივისცემის ნიშნად, მან გამოთქვა სურვილი, რომ ეს ინფორმაცია მათთვის რაც შეიძლება მალე გაეზიარებინა.

2017 წლის ზაფხულში რომადან გადმოსულმა მე-11 ნომერმა თავი ლივერპულის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ დაიმკვიდრა. ის კლუბს დაეხმარა პრემიერლიგის ორი ტიტულის, ჩემპიონთა ლიგის, ფიფას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის, უეფას სუპერთასის, ასოციაციის თასის (FA Cup), ორი ლიგის თასისა და ინგლისის სუპერთასის მოპოვებაში.'' - წერია ლივერპულის ვებგვერდზე

სალაჰის ანგარიშზე ლივერპულის მაისურით ჩატარებულ 435 შეხვედრაში 255 გოლი და 122 საგოლე გადაცემაა.

,,მიმდინარე სეზონში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გადასაწყვეტი, ამიტომ სალაჰი სრულად არის კონცენტრირებული იმაზე, რომ სეზონი საუკეთესო შედეგით დაასრულოს. მისი მემკვიდრეობისა და მიღწევების სრულფასოვანი აღნიშვნის დრო კი მოგვიანებით დადგება, როდესაც ის ენფილდს დაემშვიდობება,'' - წერს მერსისაიდული გუნდი განცხადებაში.

View this post on Instagram

A post shared by Mohamed Salah (@mosalah)

სხვა სტატიები