ეგვიპტე შეიძლება სალაჰის გარეშე დარჩეს
ეგვიპტის ნაკრები მოჰამედ სალაჰის დაბრუნების მოლოდინშია. სალაჰმა, ირანთან მატჩში, ფეხის ტრამვა მიიღო,რამაც საპლეიოფო ფაზის პირველ შეხვედრაში, ავსტრალიის წინააღმდეგ, მის თამაშთან დაკავშირებით, შეკითხვები გააჩინა.
სამედიცნო პერსონალმა განაცხადა, რომ სალაჰმა, მატჩის დროს ტკივილი იგრძნო, რაც ბარძაყის კუნთის დაჭიმულობით იყო გამოწვეული. ეგვიპტის საფეხბურთო ასოციაციის განცხადებით, სალაჰი უკვე ძალების აღდგენის პროცესშია, მაგრამ დაეხმარება თუ არა თავის გუნდს, ავსტრალიის წინააღმდეგ, ეს ჯერ კიდევ გაურკვეველია. ეგვიპტის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰოსამ ჰასანი, საკუთარი გუნდის ლიდერთან დაკავშირებით, პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.
სალაჰს უკვე ველაპარაკე. მან დამარწმუნა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ტრავმა სერიოზული არ არის. - ჰოსამ ჰასანი
🚨 Egypt injury update 🇪🇬
— Micky Jnr (@MickyJnr__) June 27, 2026
Mohamed Salah has a hamstring strain and has started rehab after coming off vs Iran.
Ahmed Fattouh is unlikely to face Australia after a hamstring tear.
Abdelmonem is also a doubt with an ankle injury.#WorldCupwithMicky#AfricanFootball pic.twitter.com/8uaSZi8naU
სალაჰის პოზიტიური განწყობის მიუხედავად, ჯერჯერობით, მის მზადყოფნასთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ მოგვისმენია. როგორც უკვე ვიცით, ის ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშაა და სამედიცნო შემოწმებებს გადის.
ეგვიპტის ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად ითამაშებს, სადაც ავსტრალიას დაუპირისპირდება. მატჩი 3 ივლისს გაიმართება.