Belive

მილანში პსჟ-ის გულშემატკივარი დაჭრეს

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, პსჟ-ის გულშემატკივარი მილანის ულტრასებთან სასტიკი შეტაკების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. Corriere della Sera-ს ცნობით, მილანის ასამდე ულტრასი, რომლებიც სულ შავებში იყვნენ ჩაცმული, მილანის ნავილის რაიონში მარშით გაემართნენ, სწორედ იმ ადგილისკენ, სადაც პსჟ-ის ფანები იყვნენ შეკრებილი. საზეიმო განწყობა მალე ქაოსში გადაიზარდა, ირგვლივ ამოტრიალებული სკამები და მაგიდები ეყარა, ქუჩები კი დამსხვრეული ბოთლებითა და ჭიქებით იყო სავსე.

პოლიციელებმა ხალხის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, თუმცა, შუა ღამის შემდეგ, ფანები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. 34 წლის ფრანგი გულშემატკივარი მრავალჯერადი ნაჩხვლეტი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორ სხვა გულშემატკივარს სისხლჩაქცევები და თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდათ, თუმცა უარი თქვეს საავადმყოფოში გადაყვანაზე. დანარჩენებს - მსუბუქი დაზიანებებით, ახლოს მდებარე სასტუმროები დაეხმარნენ. მილანის მხარდამჭერებს შორის არავინ დაუკავებიათ, გამომძიებლები ახლა იმ კადრებს იკვლევენ, რომლებიც ნავილის ტერიტორიიდან გავრცელდა.

მილანსა და პსჟ-ს შორის შეხვედრა დღეს სან სიროზე გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, საფრანგეთში გამართული მატჩი მასპინძლების დამაჯერებელი გამარჯვებით (3-0) დასრულდა, მილანი კი, რომელსაც ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე გოლი არ გაუტანია, რევანშის აღებას შეეცდება.

სხვა სტატიები