რონალდო: "კვარაცხელიას თქვენ უკეთ იცნობთ, ვიდრე მე"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფორვარდმა - რონალდო ნაზარიომ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ საკმაოდ ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინალში მის ყოფილ კლუბს ინტერს უგულშემატკივრებს.
მან ასევე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი.
,,პირველ რიგში წარმატებას ვუსურვებ ინტერს ფინალში, მე მთელი გულით ვუგულშემატკივრებ მათ წარმატებას და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეძლებენ გამარჯვებას, რადგან მიმდინარე სეზონში ძალიან კარგი გუნდია, რაც არაერთხელ დაამტკიცა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ პსჟ ბარსელონაზე უფრო რთული მეტოქე იქნება ინტერისთვის - ერთადერთი რამ, რითაც ინტერი ფინალში გავიდა, ეს იყო ბოლომდე ბრძოლა და აგრესიული/გაბრაზებული თამაში ბარსელონას წინააღმდეგ. ისინი ყველა მომენტში უფრო მეტად იყვნენ ჩართულები, ვიდრე მეტოქე გუნდის ფეხბურთელები, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.
დემბელესნაირი მოთამაშე, რომელმაც სეზონში 30-ზე მეტი გოლი გაიტანა, ასეთ თამაშში ძალიან საშიში იქნება, რადგან მას იგი ფსიქოლოგიურად ძალიან კარგად გამოიხადება და ამას მისი ბრწყინვალე სეზონიც ადასტურებს - ის ერთდროულად: ენერგიულად და ძალიან თავისუფლად ითამაშებს.
თუმცა მე ბარკოლას ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ - ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლის ბურთის მიღებაზეც ვინტერესდები, თუ რას მოიმოქმედებს და ვიცი, რომ მინიმუმ 1 მეტოქეს ჩამოიშორებს.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, მის თამაშს თქვენ ალბათ ჩემზე უკეთ იცნობთ, ამიტომ ბევრს არ ვისაუბრებ.
ასევე უმნიშვნელოვანესი იქნება ორივე გუნდის მეკარეების დუელი - ორივე მათგანი ერთ-ერთი მთავარი გმირები არიან და მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ მათი კლუბები ფინალამდე მოვიდნენ.
კარგი ფინალის მოლოდინში ვარ, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ინტერი გაიმარჯვებს" - რონალდო
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ინტერს დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.