Belive

"მილანში გადასვლამდე ჩემით ინტერი ინტერესდებოდა, მაგრამ მათ უარი ვუთხარი" - რაფაელ ლეაო

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის შემტევი, რაფაელ ლეაო იუთუბის Say Less პოდკასტში იყო მიწვეული, სადაც თავისი ადრეული კარიერა გაიხსენა. ლეაომ ღიად ისაუბრა იმ თემაზე, რომ ლილიდან მის გაყიდვას ინტერში გეგმავდნენ, მაგრამ ნერაძურიში გადასვლაზე უარი თავად თქვა.

თავდაპირველად, ჩემი გადასვლა ინტერში განიხილებოდა. ლილის სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ ჩემს გაყიდვას მილანის ინტერში გეგმავდნენ, მე ვუთხარი, რომ არა, ამ სეზონში ძალიან კარგად ვითამაშე და მინდა კიდევ ერთი სეზონი დავრჩე, რათა კიდევ უფრო გავუმჯობესდე და შემდეგი გამოწვევისთვის თავდაჯერებულობა გამეზარდოს მეთქი, მაგრამ მისგან უარი მოდიოდა, ამბობდა, რომ უნდა გავეყიდე, რადგან ეს როგორც მათთვის, ასევე ჩემთვისაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან ეს ყველაფერი დიდ ფულთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მე ინტერს მაინც უარი ვუთხარი.

რამდენიმე კვირის შემდეგ სპორტული დირექტორი ისევ მოვიდა და მითხრა, რომ საქმეში მილანიც ჩაერთო, მე კი ვუთხარი, რომ მილანს დავთანხმდები თუ ჩემით ინტერესდებიან თქო. ორი დღის შემდეგ ის დაბრუნდა და მითხრა, რომ ვიღაცას მობილურით ჩემთან საუბარი სურდა, ეს პაოლო მალდინი იყო.

ბავშვობიდან ბევრი მსმენია მილანის ფეხბურთელებზე, ისეთებზე როგორებიც არიან: რონალდინიო, რონალდო, კაკა, ზეედორფი, ესენი იყვნენ ფეხბურთელები, რომლებმაც ისტორია დაწერეს. ასევე მილანს 7 ჩემპიონთა ლიგა აქვს, მათზე მეტი მხოლოდ რეალს აქვს მოგებული, ინტერსა და მილანს შორის დიდი განსხვავებაა. - რაფაელ ლეაო - მილანის ფეხბურთელი

რაფაელ ლეაომ პროფესიონალური კარიერა 2012 წელს სპორტინგში დაიწყო, 2018 წელს ის 20 მილიონ ევროდ ლილმა შეიძინა, 2019-ში კი ფრანგულმა გუნდმა თითქმის 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ მილანში გაუშვა.

26 წლის ფეხბურთელს მილანში 261 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რა დროშიც 71 გოლი და 62 ასისტი დააგროვა. იტალიურ გუნდთან ერთად მან თითო-თითოჯერ სერია A და სუპერთასი მოიგო.

სხვა სტატიები