Belive

მილანმა ვალენსიასთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მილანმა" და "ვალენსიამ" იუნუს მუსას ტრანსფერის თაობაზე, სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "როსონერი" მუსას სანაცვლოდ 18 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, კიდევ 2 მილიონი დაემატება. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

რომანო ასევე დასძენს, რომ მოლაპარაკებების პოზიტიურ ნოტაზე დასრულების შედეგად, "მილანი" ესპანურ კლუბს ოფიციალური წინადადებით მიმართავს, რის შემდეგაც მუსას სამედიცინო შემოწმება დაიგეგმება.

სხვა სტატიები