Belive

ოფიციალურად: ნაპოლის მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის 4-გზის ჩემპიონი გუნდის, ნაპოლის მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა.

მილანისა და ტურინის იუვენტუსის ყოფილმა მწვრთნელმა სამხრეთიტალიურ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

58 წლის სპეციალისტი იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელია, რომელსაც იუვენტუსთან და მილანთან ერთად სერია A-ს 6 ტიტული და 4 დუბლი აქვს მოგებული.

მასიმილიანო ალეგრი მილანში დაბრუნებიდან საწყისი სეზონის შემდეგვე გაათავისუფლეს, რისი მიზეზიც დასკვნით ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურის დაკარგვა გახდა.

ნაპოლიმ გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, რის შემდეგაც გუნდიდან ანტონიო კონტე წავიდა. "პარტონოპეიმ" გასული 4 წლის განმავლოაბში (ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად) სერია A ორჯერ მოიგო.