მილანმა გუნდიდან ყველა საკვანძო ფიგურა გაუშვა
ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენის შემდეგ, მილანმა კლუბის მთელი ხელმძღვანელობა გაათავისუფლა. თანამდებობების დატოვება მასიმილიანო ალეგრის (მთავარი მწვრთნელი), იგლი ტარეს (დირექტორი), ჯორჯო ფურლანისა (გენერალური დირექტორი) და ჟოფრე მონკადას (მთავარი სკაუტი) მოუწიათ.
,,გასული წლის იმედგაცრუების შემდეგ, მფლობელების მიერ კლუბისთვის დასახული მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება და სერია A-ში სტაბილური გამარჯვებებისთვის საფუძვლის ჩაყრა იყო.
ამ სეზონის უდიდესი ნაწილის განმავლობაში, ჩვენ სერია A-ს პირველ ორ პოზიციაზე ვიმყოფებოდით და სკუდეტოსთვის ბრძოლის რეალური შანსიც გვქონდა. თუმცა, სეზონის ფინალური მონაკვეთი სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდა მანამდე ნაჩვენებ თამაშთან, ხოლო წუხანდელმა იმედგაცრუებამ და ბოლო მატჩში განცდილმა მარცხმა ეს სეზონი სრულ ფიასკოდ აქცია.
ახლა ცვლილებებისა და ყოვლისმომცველი რეორგანიზაციის დროა. გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შედის: ჩვენ ვემშვიდობებით გენერალურ დირექტორ ჯორჯო ფურლანის, სპორტულ დირექტორ იგლი ტარეს, მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისა და ტექნიკურ დირექტორ ჟოფრე მონკადას. თითოეულ მათგანს მადლობას ვუხდით გაწეული შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც მათ თავიანთი უფლებამოსილების პერიოდში გამოიჩინეს.
ჩვენი მიზანია, მომავალ სეზონს სრულ მზადყოფნაში და კარგად ორგანიზებულები შევხვდეთ.'' - წერია გუნდის განცხადებაში
მილანი ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად საკუთარ თავზე იყო დამოკიდებული, თუმცა როსონერიმ სერია A-ს ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე უმოტივაციო კალიარისთან წააგო და სეზონი მე-5 პოზიციაზე დაასრულა.
ალეგრის ხელმძღვანელობით 2025-2026 წლების სეზონში მილანმა სულ 42 მატჩი ჩაატარა, 22 მოიგო, 10-ში დამარცხდა, 10 კი ფრედ დაასრულა.
🚨🔴⚫️ AC Milan have sacked all key figures at the club after missing UCL qualification.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 25, 2026
❌ Massimiliano Allegri
❌ CEO Giorgio Furlani
❌ Director Igli Tare
❌ Head of Scouting Geoffrey Moncada pic.twitter.com/OPYrzn7sj4