Belive

"გონსალუ რამოში მილანმა რეკორდულ ფასად შეიძინა" - The Athletic

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და პარი სენ-ჟერმენის ფორვარდი გონსალუ რამოში კარიერას მილანში გააგრძელებს, ამის სესახებ ინფორმაციას The Athletic აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, მილანმა რამოში რეკორდულ ფასად შეიძინა. პორტუგალიელი ფეხბურთელის ტრანსფერი მილანის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი გახდება და 2019 წელს რაფა ლეაოში გადახდილ თანხას გადააჭარბებს (50 მილიონი).

ზოგადად მილანურ კლუბებს რაც შეეხება, ის ასევე სერია A-ს ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერია მას შემდეგ, როდესაც ინტერმა 2019 წელს რომელუ ლუკაკუს ნაცვლად 74 მილიონი ევრო გადაიხადა.

წყაროს ცნობით, სწორედ მილანის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის რუბენ ამორიმის დაჟინებული მოთხოვნა იყო გონსალუ რამოშის ყიდვა, რადგან პორტუგალიელი სპეციალისტი მას პირადად იცნობს და ის მისთვის აღნიშნულ პოზიციაზე ყველაზე სასურველი ვარიანტი იყო.