Belive

მიხეილ აშვეთიამ ქუთაისის ტორპედო დატოვა - ახალი მწვრთნელის ვინაობა უცნობია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონი გუნდი, ქუთაისის "ტორპედო" მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ აშვეთიამ დატოვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია იმერული კლუბის Facebook-ის ოფიციალურმა გვერდმაც დაადასტურა. როგორც საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალში, მარტვილის "მერანთან" პენალტების სერიაში - 1:3 მარცხის შემდეგ გავრცელებული განცხადებიდან ვიგებთ, 43 წლის სპეციალისტმა გადადგომის გადაწყვეტილება თავად მიიღო და ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა. საქართველოს ნაკრების ვეტერანი თავდამსხმელი სამწვრთნელო კარიერას სწორედ ქუთაისურ კლუბში იწყებდა და ჯერ 2016-19 წლებში კახა ჩხეტიანის ასისტენტი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახლდათ. "ტორპედოს" მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ეროვნული ლიგის ორმა კლუბმა მწვრთნელი უკვე შეიცვალა: წყალტუბოს "სამგურალი" უჩა სოსიაშილმა, ხოლო "საბურთალო" ლევან კორღალიძემ დატოვა. ეროვნულ ლიგაში ჩატარებული 9 ტურის და დასრულებული პირველი წრის შემდეგ, "ტორპედოს" 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მეცხრე ადგილს იკავებს.  

სხვა სტატიები