Belive

უეფამ გიორბელიძის საოცარი მომენტი გაიხსენა - ქართველმა ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა 

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა კოსოვო - 2:1 დაამარცხა. "ჯვაროსნების" მხრიდან გოლები თორნიკე ოქრიაშვილმა და ზურიკო დავითაშვილმა გაიტანეს. მატჩის ერთ-ერთი საკვანძო მოენტი გურამ გიორბელიძის საოცარი ქმედება იყო, როცა საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ბურთი ფაქტობრივად ცარიელი კარის ხაზიდან გამოიტანა.

აღნიშნული მომენტი უეფას ევრო 2024-ის ოფიციალურმა გვერდმა გაიხსენა და სოცაილურ ქსელში შემდეგი წარწერა დაურთო: "ბურთის კარის ხაზიდან გამოტანა, გურამ გიორბელიძე. რისი ყურება განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ფეხბურთში?".
 

სხვა სტატიები