Belive

მიიღებს თუ არა კვარაცხელია მედალს ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში?

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელია, "პსჟ"-სთან ერთად უკვე საფრანგეთის ჩემპიონია, თუმცა საინტერესოა, ჩაითვლება თუ არა კვარა იტალიის ჩემპიონად, თუ "ნაპოლიც" შეძლებს სკუდეტოს მოპოვებას. RMC sport ამ თემასთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს.

ნაპოლი სერია A-ს ცხრილში პირველ ადგილზეა და „ინტერს“ სამი ქულით უსწრებს, დასრულებმადე სამი მატჩი და უფრო მარტივი ცხრილი აქვს, თუმცა, თუ „აძური“ ისტორიაში მეოთხე სკუდეტოს მოიგებს, კვარაცხელია ავტომატურად არ გახდება ჩემპიონი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ექვსი თვე აქ გაატარა.

ლიგა პრიზს მხოლოდ გამარჯვების დროს რეგისტრირებულ მოთამაშეებს ანიჭებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ნაპოლი მიიღებს.

ლიგა სერია A-ს ჩემპიონატის ბოლოს, იტალიის ჩემპიონ გუნდს მედლებს გადასცემს, რომლებიც გამარჯვების დროს რეგისტრირებულ მოთამაშეებს ურიგდებათ. ისინი, ვინც გუნდის წევრები აღარ არიან, ავტომატურად არ შედიან ამ სიაში, ამიტომ ნაპოლის მოუწევს ნაბიჯის გადადგმა, რათა კვარაცხელიამ ჩემპიონის ტიტული მიიღოს.
- წერს RMC sport

ხვიჩა კვარაცხელიამ, სეზონის პირველ ნაწილში, ნაპოლის შემადგენლობაში, 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა. დიდი შანსია, რომ ქართველი ფეხბურთელი, სეზონის ბოლოს, 2 ქვეყნის ჩემპიონი გახდება.

სხვა სტატიები