Belive

მესისთან შეხვედრის დროს ატირებული ჟურნალისტი - "ამ დღეზე ვოცნებობდი"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელი ჟურნალისტი - პაბლო გირალტი, მთელი ცხოვრება ოცნებობდა, რომ ლეო მესის შეხვედროდა. ცხოვრებისეული ოცნების ახდენის შემდეგ, ჟურნალისტმა ემოციების მოთოკვა და ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

48 წლის ჟურნალისტს შესაძლებლობა მიეცა არგენტინელ სუპერვარსკვლავს შეხვედროდა და მასთან ინტერვიუ ჩაეწერა. მსოფლიო ჩემპიონატზე საუბრის დაწყების წინ, გირალტმა ცრემლები ვერ შეიკავა და მესის უთხრა:

"მთელი ცხოვრება ამ დღეზე ვოცნებობდი, თუმცა, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიქნებოდი საკმარისად იღბლიანი იმისათვის, რომ ოცნება ამხდენოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შენ შეგხვდებოდი. მთელი გულით მადლობას გიხდი".

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ჩვეული თავმდაბლობა გამოიჩინა და ჟურნალისტს გულშემატკივრობისათვის მადლობა გადაუხადა.

"ძალიან დიდი მადლობა. აღფრთოვანებული ვარ, რომ შენნაირ ადამიანთან შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. არგენტინაში და მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანია, რომელიც მხარს მიჭერს და მაღმერთებს, არა მხოლოდ საფეხბურთო შესაძლებლობების - არამედ ჩემი პერსონალური თვისებების გამო".

სხვა სტატიები