Belive

მესის ეფექტი - ინტერ მაიამის მილიონობით გამომწერი მოემატა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიური გრანდის გულშემატკივრები, რომლებიც ლეო მესის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ შოკში ჩააგდო.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ახალი გამოწვევა მიიღო და კარიერას MLS-ის ბინადარ "ინტერ მაიამიში" გააგრძელებს. ლეო მესის განცხადების შემდეგ, "ინტერ მაიამის" სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი მოემატა.



Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე, ჯერ კიდევ 24 საათის წინ, "ინტერ მაიამის" მხოლოდ 1 მილიონი გამომწერი ჰყავდა, თუმცა, ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ 3.6 მილიონი მოემატა და ამჟამად 4.6 მილიონი გამომწერი ჰყავს.

სხვა სტატიები