Belive

"მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებთ" - ბარსას პრეზიდენტი

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კატალონიური გრანდის პრეზიდენტი - ჟოან ლაპორტა, არგენტინელი სუპერვარსკვლავის ტრანსფერის შესაძლებლობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კატალონიელები მესის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებენ.

"მესის დაბრუნება? რა თქმა უნდა, ამის შესახებ ვფიქრობთ - აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მომავალ სეზონში უძლიერესი გუნდი გვყავდეს. ვნახოთ, დაგვიდასტურებენ, თუ არა ჩვენს გეგმას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მესი დავიბრუნოთ", - ჟოან ლაპორტა.

შეგახსენებთ, ლა ლიგის 34-ე ტურის შეხვედრაში, "ესპანიოლისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება შედგა. "RCDE Stadium"-ზე "ბარსელონამ" მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რის შემდეგაც ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულს ნაადრევად დაეუფლა.

სხვა სტატიები