Belive

მესის ბენეფისი და არგენტინის პირველი სამი ქულა

6 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს, არგენტინის ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალის პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც ალჟირს, დამაჯერებლად 3:0 მოუგო. ლეო მესი, ამ შეხვედრაში, უბრალოდ ფენომენალური იყო.

მატჩი საინტერესოდ დაიწყო. მეათე წუთისთვის, უკვე ორი გაუქმებული გოლი გვქონდა. შეხვედრის მე-5 წუთზე, მესიმ და მე-8 წუთზე, ფარეზ შაიბიმ გოლები თამაშგარიდან გაიტანეს, რის შედეგადაც, ორივე გაუქმდა. მაგრამ ლეომ, ამის შემდეგ, გოლების გატანა მაინც შეძლო.

შეხვედრის მე-17 წუთზე, საჯარიმოს გარედან შესრულებული ბრწყინვალე დარტყმით, არგენტინელთა კაპიტანმა, თავისი ნაკრები წინ გაიყვანა. "ალბისელესტემ" პირველი ნახევარი, მინიმალური სხვაობით, 1:0 მოიგო.

შეხვედრის მეორე ტაიმში, არგენტინელთა სათამაშო უპირატესობა გაიზარდა. მესი კი კვლავინდებურად ბრწყინავდა. არგენტინელმა ჯადოქარმა, მეორე ნახევარში, მეტოქეს კიდევ 2 გოლი გაუტანა და ჰეთრიქი შეასრულა. მესისთვის, ამ შეხვედრაში გატანილი მესამე გოლი, მუნდიალებზე, მისთვის, რიგით მე-16 აღმოჩნდა, რითაც მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა. არგენტინელ ჯადოქარს ერთადერთი გოლი აშორებს მსოფლიო ჩემპიონატების ყველა დროის ბომბარდირობამდე. საგულისხმოა, რომ ლეოსთვის ეს პირველი ჰეთრიქი იყო, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატებზე შეასრულა.

სიმბოლურია ის ფაქტიც, რომ მესიმ არგენტინის მაისურით, კარიერაში მე-200 შეხვედრა ჩაატარა და ნაკრებში 120-ე გოლი გაიტანა. არგენტინამ ძალიან ლამაზი და დომინანტური ფეხბურთით მოიგო. ეს შეხვედრა, თითქოს 2022 წლის მთლიანი მუნდიალის ანარეკლი იყო. "ალბისელესტემ" კიდევ ერთხელ გვაჩვენა საჩემპიონო თამაში და შეგვახსენა თუ რატომ არის ის, ამ მსოფლიოზეც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი.

სხვა სტატიები