Belive

მესიმ ფლორიდაში ახალი სახლში შეიძინა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინელ სუპერვარსკვლავ ლიონელ მესის აშშ-ში თავის დამკვიდრება არ გასჭირვებია. ლეომ ამერიკელ გულშემატკივარს მალევე აჩვენა საკუთარი და "ინტერ მაიამის" რიგებში უკვე 11 გოლიც მოაგროვა. 

გარდა ფეხბურთისა, ლეომ ალღო ამერიკულ ცხოვრებასაც აუღო რაზეც მის მიერ შეძენილი "სასახლე" მეტყველებს. არგენტინელმა ფეხბურთელმა ფლორიდაში სახლი შეიძინა, რომლის ღირებულებავ $10.8 მილიონია. 

ლეოს ახალ საცხოვრებელს 10 საძინებელი, საცურაო აუზი, სპა ოთახი, სამი ავტოფარეხი აქვს. აღსანიშნავია, რომ მესის ახალი სახლი სავარჯიშო მოედნიდან 15 წუთის სავალზეა. 

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 36 წლის ფეხბურთელს "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები