Belive

მესი, მარადონა, ჩელსი - ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფეხბურთის ისტორიაში

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ

შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი იმედგაცრუება ან არასამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც საფეხბურთო მატჩის დროს გინახავთ? ნებისმიერი კლუბის ფანი აუცილებლად აღნიშნავს, რომ მისი კლუბი სისტემატურად ხდება უსამართლობის მსხვერპლი. ხშირ შემთხვევაში ფანები იმდენად ემოციურად გულშემატკივრობენ საკუთარ გუნდს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც გუნდის წინააღმდეგ მიიღება კონსპირაციის თეორიების სათავე ხდება. Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში, ფანებს ყველაზე უსამართლო გადაწყვეტილებების ჩამოთვლა სთხოვეს.

რობინ ვან პერსის წითელი ბარათი "ბარსელონას" წინააღმდეგ

"ბარსელონას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, სასტვენის შემდეგ, წამის მეასედში განხორციელებული დარტყმის გამო, რობინ ვან პერსის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.

2013 წლის შმდეგ, ოქროს ბურთების ნაკლებობა მესის აქტივში

ეკუთვნის თუ არა არგენტინელ სუპერვარსკვლავს უფრო მეტი ოქროს ბურთი? 2013 წლის შემდეგ, ლეო მესი 8 შესაძლებლობიდან მხოლოდ სამჯერ გახდა ოქროს ბურთის ტრიუმფატორი.

ტიერი ანრის ხელით თამაში ირლანდიის წინააღმდეგ 

ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივარს ნამდვილად ემახსოვრება აღნიშნული ეპიზოდი. ყოველ შემთხვევაში ირლანდიელებს დღემდე არ დავიწყებიათ...

ჰარი მაგუაერის სანაცვლოდ გადახდილი 80 მილიონი ფუნტი

ფანების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჰარი მაგუაერის სანაცვლოდ გადახდილი 80 მილიონი ფუნტი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობაა ფეხბურთის ისტორიაში.

იტალიისა და სამხრეთ კორეის საფეხბურთო მატჩი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატს სამხრეთ კორეამ და იაპონიამ უმასპინძლეს. აღნიშნულ ჩემპიონატზე რამდენიმე საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

დიეგო მარადონას ხელით თამაში ინგლისის წინააღმდეგ 

ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გულშემატკივრები ამ ფაქტისათვის გვერდის ავლას არ გვაპატიებდნენ.

ფრენკ ლამპარდის "გოლი" გერმანიის წინააღმდეგ 

დიახ, ფრენკ ლამპარდმა ნამდვილად ბრწყინვალე დარტყმა განახორციელა. დიახ, ბურთმა ნამდვილად გადაკვეთა კარის ხაზი.

"არსენალის" მარცხი "მანჩესტერ იუნაიტედთან" და დასრულებული წაუგებელი სერია

"მანჩესტერ იუნაიტედმა" "არსენალი" 2:0 დაამარცხა, რითიც ლონდონური კლუბის 49-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

"ჩელსისა" და "ბარსელონას" დაპირისპირება 2009 წელს

"IT’S A DISGRACE!" დიახ, ნამდვილად გვახსოვს გაცხარებული დიდიე დროგბა...

"შეფილდის" არ ჩათვლილი გოლი, რის შედეგადაც "ასტონ ვილამ" ელიტაში ადგილი შეინარჩუნა

ამ მომენტის შედეგად, "ასტონ ვილამ" კონკურენტებთან ("ბორნმუთი", "უოტფორდი") შედარებით, 1 ქულით მეტი დააგროვა და პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

ლუის სუარესის ხელით თამაში მსოფლიო ჩემპიონატზე

განისა და ურუგვაის საფეხბურთო ნაკრებების მატჩის დროს, ლუის სუარესმა ხელით ითამაშა და ურუგვაი გაშვებულ გოლს გადაარჩინა. დანიშნული თერთმეტმეტრიანი განელებმა ვერ გამოიყენეს.

სხვა სტატიები