Belive

ჯეკ გრილიში: "მესისთან ერთად თამაში ჩემი ოცნებაა..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებიდა და მანჩესტერ "სიტის" შემტევმა - ჯეკ გრილიშმა, მესის შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კერძოდ კი, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა, თუ ვისთან თამაშის სურვილი ჰქონდა ჯეკ გრილიშს, რაზეც მან დაუფიქრებელი პასუხი გასცა - ლეო მესი.

"მესი ერთადერთი და განუმეორებელი ფეხბურთელია. იგი ყველა დროის ყველაზე მაგარი მოთამაშეა და ეს შემიძლია ნებისმიერ ადამიანს დავუმტკიცო. მე მას ბავშვობიდან ვუყურებდი და პირველივე გამოჩენაზე მისი გულშემატკივარი გავხდი.

მას მხოლოდ ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონობა აკლდა იქამდე, რომ მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა თუ ვინ იყო საუკეთესო - ეს ასეც მოხდა, მან დაამტკიცა.

სამწუხაროა, რომ ჩემი კარიერის განმავლობაში მასთან ერთად თამაში არ მომიწია, მაგრამ ეს სიტუაციას არ ცვლის - ის საუკეთესოა.

ძალიან გამახარებს ის ფაქტი, თუ მასთან ერთად ოდესმე მოედანზე ფეხბურთს ვითამაშებ. რომ არ დაგიმალოთ, ეს ჩემი ოცნებაცაა..." - ჯეკ გრილიში

სხვა სტატიები