Belive

გრანიტ ჯაკა პრემიერ ლიგაში დაბრუნდა - სანდერლენდი გაძლიერებას განაგრძობს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

32 წლის გამოცდილი შვეიცარიელი ნახევარმცველი - გრანიტ ჯაკა, 2 წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერ ლიგაში დაბრუნდა.

გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი კარიერას სანდერლენდში გააგრძელებს - ინფორმაციას ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პრემიერ ლიგაში ახლახანს აღზევებული სანდერლენდი გაძლიერებას განაგრძობს და ჯაკას გამოსასყიდ თანხად €20 მილიონს გადაიხდის - ტრანსფერი ოფიციალურად დღის ბოლომდე უნდა დადასტურდეს.

შეგახსენებთ, რომ სანდერლენდმა პრემიერ ლიგაში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი დაიმატა და როგორც ჩანს, ისინი გაძლიერებას განაგრძობენ.

რეინალდო მანდავა, ჰაბიბ დიარა, ენცო ლე ფე, სიმონ ადინგრა, ჩემსდინ თალბი - ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლითაც სანდერლენდი პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე გაძლიერდა, ამ ჩამონათვალს კი გრანიტ ჯაკა დაემატება.

შეგახსენებთ, რომ გრანიტ ჯაკას ძალიან კარგი პრემიერ ლიგური გამოცდილება აქვს, იგი 2016-2023 წლებში არსენალის ღირსებას იცავდა, რა პერიოდშიც 297 მატჩი ჩაატარა და 23 გოლის გატანა და 29 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. იგი 2-ჯერ გახდა არსენალის წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ხოლო 2-2-ჯერ მოიგო ინგლისის ასოციაციისა და ინგლისის სუპერ თასი.

სხვა სტატიები