მესი დემბელეს: 'შენ ამას იმსახურებდი'
დემბელეს პრესტიჟული „ოქროს ბურთი“ ორშაბათს პარიზში გადაეცა, მას შემდეგ, რაც მან გადამწყვეტი როლი ითამაშა 2024/25 წლების სეზონში პსჟ-ის ახალი ისტორიის შექმნაში. პარიზელებმა ლიგა 1-ის კიდევ ერთი ტიტული და საფრანგეთის თასი მოიპოვეს - ასევე პირველი ჩემპიონთა ლიგა. ფრანგმა 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ბარსელონას ლეგენდამ, ლეო მესიმ, რომელიც დემბელესთან ერთად გასახდელს 4 წლის განმავლობაში იყოფდა (ბარსელონაში თამაშისას) კომენტარი დატოვა დემბელეს ინსტაგრამ პოსტზე, სადაც ის „ოქროს ბურთის“ მოგებას აღნიშნავდა.
GRANDE! გილოცავ და ძალიან ბედნიერი ვარ შენ გამო, ამას ნამდვილად იმსახურებდი. - ვკითხულობთ მესის კომენტარში
თავად მესის ეს ჯილდო 8-ჯერ (ყველაზე მეტჯერ ფეხბურთის ისტორიაში) აქვს მოგებული, ბოლოს არგენტინელი, წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2023 წელს გახდა - მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ. ოქეოს ბურთების რაოდენობით მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც ასეთი 5 პრიზი აქვს მოგებული.