Belive

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი 2025 წლის მონაცემებით

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

სპორტულმა ბიზნეს-პორტალმა Sportico-მ მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტმენების სია გამოაქვეყნა.

ვებგვერდის ინფორმაციით, რეიტინგში პირველ ადგილს პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და ალ ნასრის კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ იკავებს, რომლის შემოსავალმა (ხელფასი, პრიზები, პრემიები, სპონსორებისგან მიღებული ანაზღაურება, კომერციულ პროექტებში მონაწილეობა) 2025 წელს 260 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეორე პოზიციაზე 137 მილიონი დოლარით მექსიკელი მოკრივე, კანელო ალვარესია. სამეულში, ასევე, ლეო მესი (130 მილიონი) მოხვდა.

Image

საინტერესოა, რომ მოედნის გარეთ ყველაზე მაღალი - 100-მილიონიანი შემოსავალი შოჰეი ოტანის (ბეისბოლი) ჰქონდა. იაპონელი ბეისბოლისტი 20 კომპანიასთან თანამშრომლობს, მათ შორის New Balance-სთან, Hugo Boss-თან, Porsche Japan-თან, Mitsubishi Bank-თან, Japan Airlines-თან და Seiko-სთან.

Top 100-ეულში სულ 8 სპორტის წარმომადგენელია, ყველაზე მეტი, 40 სპორტსმენი კი კალათბურთიდანაა.

  • 100 ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენის შემოსავალმა ერთად 6,05 მილიარდ დოლარს მიაღწია.

  • რონალდუ პირველობას ზედიზედ მე-3 წელია ინარჩუნებს.

  • ზედიზედ მე-3 წელია ასეულში ქალი სპორტსმენი ვერ ხვდება.

2025 წლის ყველაზე მაღალანზღაურებადი სპორტსმენების Top ათეული ასე გამოიყურება:

  1. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 260 მილიონი დოლარი

  2. კანელო ალვარესი (კრივი) - 137 მილიონი დოლარი

  3. ლეო მესი (ფეხბურთი) - 130 მილიონი დოლარი

  4. ხუან სოტო (ბეისბოლი) - 129,2 მილიონი დოლარი

  5. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 128,7 მილიონი დოლარი

  6. კარიმ ბენზემა (ფეხბურთი) - 115 მილიონი დოლარი

  7. სტეფ კარი (კალათბურთი) - 105,4 მილიონი დოლარი

  8. შოჰეი ოტანი (ბეისბოლი) - 102,5 მილიონი დოლარი

  9. კევინ დურანტი (კალათბურთი) - 100,8 მილიონი დოლარი

  10. ჯონ რამი (გოლფი) - 100,7 მილიონი დოლარი

სხვა სტატიები