Belive

მესი ალ ჰილალის წარმომადგენლებს პირველ მაისს შეხვდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელი, ლეო მესი ,,ალ ჰილალის'' წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას ჟურნალისტი - რუდი გალეტი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეხვედრა პირველ მაისს, პარიზში, ,,პსჟ-სა'' და ,,ლორიენის'' მატჩის შემდეგაა ჩანიშნული. არაბული გუნდი არგენტინელ ვარსკვლავს ხელფასის სახით სეზონში 400 მილიონ დოლარს სთავაზობს, რაც ფეხბურთის ისტორიში ყველაზე მაღალი ანაზღაურება იქნება.

ამ ეტაპზე მესი ,,პსჟ-სთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. ბოლო დროს მისი კატალონიის ,,ბარსელონაში” შესაძლო დაბრუნების შესახებ კი სულ უფრო და უფრო მეტი იწერება.

საუდის არაბეთის პრო ლიგის კიდევ ერთმა გუნდმა, ,,ალ ნასრმა” იანვარში კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა, რომლის ანაზღაურება წელიწადში 200 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები