Belive

მასკერანომ ოლიმპიადაზე სათამაშოდ მესი მიიწვია

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხავიერ მასკერანომ ლიონელ მესი ოლიმპიადაზე სათამაშოდ მიიწვია. არგენტინის ოლიმპიური ნაკრები პარიზის თამაშებში მიიღებს მონაწილეობას - საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მესი კოპა ამერიკაზეც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით, აშშ-ში გაიმართება.

მე ველაპარაკე ლეოს და შევთანხმდით, რომ მოგვიანებით დავუბრუნდეთ ამ თემას. მან ახლახან დაიწყო სეზონი "ინტერ მაიამისთან" ერთად, ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ დროა, მით უმეტეს, რომ კოპაზეც უნდა ითამაშოს. სიტუაცია მარტივი არ არის. ჩვენ უნდა ვნახოთ, აქვს თუ არა მას თამაშის ძალა.

ჩვენ ის წინასწარ მოვიწვიეთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაფიქრდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ლეო ასაკშია და მიუხედავად მისი უმაღლესი დონისა, სხეული დროსთან შესაბამისობაში უნდა მართოს - განაცხადა ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ

მესი ბარსელონაში მასკერანოსთან ერთად 2010-2018 წლებში თამაშობდა, ასევე იყო მისი თანაგუნდელი არგენტინის ნაკრებში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში (2005 წლიდან 2018 წლამდე). მასკერანოსთან ერთად, მესიმ პეკინის 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროც მოიპოვა.

სხვა სტატიები