"მესი 50-იან წლებშიც გენიოსი იქნებოდა" - სერ ალექს ფერგიუსონი
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ავტორიტეტული ბრიტანული მედია საშუალების რეპორტიორმა სერ ალექს ფერგიუსონს კითხვა დაუსვა, იმის შესასებ, თუ როგორი ფეხბურთელი იქნებოდა ლეო მესი სხვა ეპოქაში, რომ ეთამაშა?
ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა რეპორტიორს საინტერესო პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ ლეო მესი ნებისმიერ ეპოქაში ისეთივე გენიოსი იქნებოდა, როგორიც ახლაა.
როგორი ფეხბურთელი იქნებოდა ლეო მესი 1950-იან წლებში, რომ ეთამაშა? ისეთივე გენიოსი იქნებოდა, როგორიც ახლაა. დი სტეფანო, პელე, მარადონა, კრუიფი, მესი - იმ მასშტაბის ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ნებისმიერ ეპოქაში შეუძლიათ თამაში. - სერ ალექს ფერგიუსონი.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესის ბარსელონაში თამაშის პერიოდში, ბლაუგრანამ სერ ალექსის მანჩესტერ იუნაიტედი ორჯერ დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.