არჩევნები შედგა | ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტად მესამე ვადით აირჩიეს
6 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანელმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა - ჟოან ლაპორტამ, ბარსელონას პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, განცხადება გაავრცელა.
ლაპორტამ არჩევნები ხმების უმრავლესობით, 68.18%-ით მოიგო, ლაპორტას მეტოქემ - ვიქტორ ფონტმა, ხმების მხოლოდ 29.78% მიიღო.
"მადლობელი ვარ ამ კლუბის, რომელსაც შენარჩუნებული აქვს პრეზიდენტის არჩევის უფლება - იშვიათი შემთხვევა მსოფლიო ფეხბურთში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ხმის მისაცემად მოვიდა - მან სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბარსელონას სული გამოავლინა.
წევრებმა ხმა მისცეს ერთიანობას და არა დაპირისპირებას. ეს ჩვენი ერთგულების დადასტურებაა - მათ შორის, „კამპ ნოუს“ რენოვაციის დასრულება და „ესპაი ბარსას“ პროექტი (კლუბის ინფრასტრუქტურის რენოვაციის პროექტი).
ეს შედეგი გვაძლევს ძალას და ახლა არაფერი შეგვიშლის ხელს წინსვლაში. ჩვენ გავაგრძელებთ ბარსელონას ინტერესების დაცვას, რაც არ უნდა მოხდეს.“ - ჟოან ლაპორტა
ლაპორტა ბარსელონას პრეზიდენტი მესამედ გახდა. ესპანელი „ბლაუგრანას“ 2003 წლიდან 2010 წლამდე და 2021 წლიდან 2026 წლამდე ხელმძღვანელობდა.
ჟოან ლაპორტა თანამდებობას 1 ივლისს დაიკავებს და კატალონიურ კლუბს 2031 წლამდე უხელმძღვანელებს.