მარკ გეჰი: "ვფიქრობ, რომ ჩვენს დაპირისპირებაში ფავორიტი მექსიკაა"
20 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისის ნაკრებს უმძიმესი მატჩი ელის. „სამი ლომი“ ტურნირის თანამასპინძელ მექსიკას ლეგენდარულ „აცტეკაზე“დაუპირისპირდება.
მატჩის წინ ინგლისელთა ცენტრალურმა მცველმა, მარკ გეჰიმ, მეტოქის საშინაო არენასა და მოახლოებულ ბრძოლაზე ისაუბრა - მცველმა ხაზი გაუსვა იმ ისტორიულ მემკვიდრეობას, რასაც მექსიკის ნაკრების მშობლიური კედლები ატარებს, სადაც თავის დროზე მსოფლიო ფეხბურთის ისეთმა გენიოსებმა მიაღწიეს მწვერვალს, როგორებიც პელე და დიეგო მარადონა იყვნენ.
„გულახდილად რომ ვთქვა, „აცტეკაზე“ თამაში ძალიან განსაკუთრებული მომენტია. ბევრი მსმენია იმ ლეგენდების შესახებ, რომელთაც აქ უთამაშიათ :პელე, მარადონა... ეს მართლაც ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სტადიონია. ასე რომ, ჩვენთვის იქ თამაშის შესაძლებლობა ნამდვილი კურთხევაა.
ვიტყოდი, რომ ამ წყვილში, ალბათ, მექსიკაა ფავორიტი. ის ფაქტი, რომ ისინი ტურნირზე ძალიან კარგად ასპარეზობენ და თანაც საკუთარ მოედანზე, „აცტეკაზე“ თამაშობენ, სადაც გულშემატკივარი ზურგს უმაგრებთ, ჩვენთვის უდიდესი გამოწვევა იქნება. თუმცა, ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად ვართ.“ - მარკ გეჰი
შეგახსენებთ, რომ მექსიკისა და ინგლისის დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება, სადაც 1/4-ფინალური საგზურის კიდევ ერთი მფლობელი გაირკვევა.