Belive

მერაბ ჟორდანია: "რონალდუსა და კვარაცხელიას შორის ხვიჩას ავირჩევდი"  

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
არნემის "ვიტესის" ყოფილმა მფლობელმა "დინამო თბილისის" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ჟორდანიამ, საქრათელოს პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრობისას, საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსებსა და ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. "პერსპექტივას ყოველთვის ვხედავ, როცა გუნდში კარგ ფეხბურთელს დავინახავ. დღეს ჩვენს ნაკრებში, განსაკუთრებით წინა ხაზში, ისეთი ფეხბურთელები არიან, რომლებიც - გადაჭარბებული არ იქნება თუკი ვიტყვი - რომ ევროპის წამყვანი კლუბების დონეს აკმაყოფილებენ. აი მაგალითად, ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა ბევრს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, მაგრამ მე 19 წლის კრიშტიანუ რონალდუ მახსენდება, რომელიც ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" აიყვანა. როგორ განვითარდება მომავალში, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მე ამ ორს შორის რომ არჩევანის შესაძლებლობა მქონდეს, კვარაცხელიას ავირჩევდი. ეს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ისეთი შანსია, რომ იმის მიუხედავად თუ ვინ იქნება და ვინ არ იქნება ნაკრების განაცხადში, ყველა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე გამოვა, უნდა იცოდეს, რომ ამ შანსის ხელიდან გაშვება არ შეიძლება", - თქვა ჟორდანიამ.

სხვა სტატიები