Belive

"მეორე ტაიმში დაშვებული შეცდომების გამო დავისაჯეთ" - ქუთაისის ტორპედოს მთავარი მწვრთნელი

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, ქუთაისის "ტორპედოსა" და "აქტობეს" დაპირისპირება შედგა. ქუთაისში გამართული მატჩი, ქართული კლუბის მარცხით, 1:4 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა - სტივ კინმა, პრესკონფერენცია გამართა.

სტრატეგია აგრესიულ თამაშზე და აქტიურ პრესინგზე ავაგეთ, რაც არ გამოგვივიდა. განაპირა მცველები შეტევას ვერ ეხმარებოდნენ. მეორე ტაიმში გაცილებით სწრაფად ავთამაშდით და მომენტებიც შევქმენით, რომელთა რეალიზებაც ვერ მოვახერხეთ. რამდენიმე შეცდომა დავუშვით და დავისაჯეთ. საპასუხო შეხვედრაში, საწყისი წუთებიდანვე, დიდი ძალებით შევუტევთ, რათა სწრაფი გოლი გავიტანოთ - სხვა გზა უბრალოდ არ დაგვრჩა. - სტივ კინი

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი, 3 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე, აქტობეში გაიმართება.

სხვა სტატიები